Sunday, June 28, 2015

ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგის მე-9 დღე
 გავიმეორეთ წინა მასალა. ბლოგში გადავიტანეთ ინტელის კურსის  ტრენინგის გრაფიკი.
ვისწავლეთ გაჯეტში გვერდების დამატება, ბლოგის სათაურის შეცვლა.  კარგად გავარჩიეთ  HTML  გაჯეტი.  ჩავსვით სურათები, ვიდეოები, სხვადასხვა ილუსტრაციების წაშლა, შეცვლა. ჩავიწერეთ გაჯეტებისთვის მისამართები, ილუსტრაციის შესაცვლელად.
            მოვისმინეთ ერთმენეთის პროექტები, ძალიან მომეწონა მარინა ჯავახიშვილის პროექტი: ,,ბედისწერად ქცეული ტალანტი"; ასევე ქალბატონი ნაზი გიგოლაშვილის პროექტი: ,,სინათლე, სიმაღლე".
  ქალბატონ ქეთის დიდი მადლობა ასეთი დაუზოგავი შრომისთვის, დიდი სიამოვნებით დავესწრები მომავალში მის ტრენინგებს. 

Saturday, June 27, 2015

ტრენინგის მე -8 დღე

ტრენინგიდ მე-8 დღე
    ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით. პროექტის  გეგმაში გადავხედეთ სასწავლო პროცედურების გრაფას. მოვამზადეთ ფასილიტაციის მასალები პავერ- პოინტში. გადავხედეთ პორთფოლიოს. საქაღალდე ავტვირთეთ დრაიში, ატვირთულ საქაღალდეს მივანიჭეთ მისამართი და გადავიტანეთ ბლოგზე. 

Thursday, June 25, 2015

ტრენინგის მე- 7 დღე

ტრენინგის მე-7 დღე
  ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით. განვიხილეთ ყველა მოსწავლის გათვალისწინებით მათი  საჭიროებები. გადავხედეთ პროექტების გმგმას და მათ შემუშავებას. ვიმუშავეთ გეგმაზე.

Tuesday, June 23, 2015

ტრენინიგის მე-6 დღე

ტრენინგის მე-6 დღე
     ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით. ვისწავლეთ პოვერ პონტში დიაგრამების ჩასმა, სლაიდების სურათების ატვითვა და ა.შ.  პოვერ პოინტში გავაკეთეთ მოსწავლის მიერ შექმნილი პრეზენტაცია. მოვიძიეთ დამხმარე მასალა ინტელის სასწავლო მასალიდან, სხვადასხვა რუბრიკები. შემდეგ ჩვენი მასალა დავზიპეთ.

Sunday, June 21, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

    ტრენინგის მეხუთე დღე
 ტრენინგი დაიწყო გავლილი მასალის გამეორებით. განვიხილეთ საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები.  დავწერეთ კომენტარები სხვის ბლოგზე. ვისწავლეთ გაჯეტების შექმნა,  შევქმენით ახალი ბლოგი  თავისი დიზაინით, სურა-თებით,   გავუკეთეთ სათაური და თავისი გამოკითხვები.   გაჯეტების გამოყენებით.

Thursday, June 18, 2015

ტრენინგის მე–4 დღე

    ტრენინგის მეოთხე დღე
 ტრენინგი დაიწყო მასალის გამეორებით.  განვიხილეთ ინტელის სასწავლო სახელ–მძღვანელო  და გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. განვიხილეთ შეფასების გეგემები.  შევქმენით პორტფოლიო, ასევე პავერპოინტში გავაკეთეთ სლაიდები და მოეწყო პორტფოლიოს პრეზენტაცია. ბოლოს ვიმუშავეთ ბლოგში. 

Saturday, June 6, 2015

ტრენინგის მე-3 დღე

    ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით. ვიმუშავეთ საწავლო  პროექტის  გეგემის დაწერაზე. განვიხილეთ  ინტელის სასწავლო სახელმძღვანელო და დამხმარე მასალა. ვისწავლეთ ბლოგში ჩანაწერის რედაქტირება და ახალი ჩანაწერის შექმნა.      სტანდარტიდან და ბლუმის 21-საუკუნის უნარ-ჩვევების   ტაქსონომიის გამოყენებით, გავაკეთეთ სასწავლო პროექტის  გეგემა.